covid-19

“ვინც საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ანხორციელებს, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან”-გიორგი ფხაკაძე

“ისინი, ვინც საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ანხორციელებს, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან“
💢„საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა. ვინც ეს პროგრამა დაგეგმა, დაწერა და ანხორციელებს, ისინი არიან ყველაზე დიდი ანტივაქსერები ქვეყანაში, ისენი არიან დამნაშავეები, რადგან ყველაფერი გააკეთეს არასწორად.
💢საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ისე მიმდინარეობს, როგორც აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში – ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და გაურკვევლობაში არიან თავად მედიკოსებიც, რომლებიც ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ.
💢ერთდერთი გზა, ახალციხეში მომხდარი ფაქტის მსგავსი შემთხვევები რომ არ დაგვემართოს, უნდა არსებობდეს ელექტრონული ბაზები – ელექტრონული ბარათი, რომელშიც შეტანილი იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ვაქცინაციისათვის მზადება იწყება 2 კვირით ადრე. ის, რაც ხდება საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ყველაზე ჩამორჩენილ აფრიკულ ქვეყნებს. საქართველოდან მწერენ ადამიანები, მიგზავნიან ვიდეოებსა და ხმოვან შეტყობინებებს, სამედიცინო პერსონალი არის შეშინებული, რადგან არ არის ინფორმირებული. არავინ აუხსნა ამ ადამიანებს, არ ჩაატარა საინფორმაციო კამპანია”- განუცხადა CNews-ს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხში გიორგი  ფხაკაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ხვალიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება

კორონა ვირუსის 20 ახალი შემთხვევა

გასულ კვირას მოსკოვში კორონავირუსით 2 სოხუმელი დევნილი გარდაიცვალა, სოსო კიკაბიძე და ზაირა სალია-ცაავა

დატოვე კომენტარი