განცხადებები

«ვინც იძახდა რუსეთი ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს»-ნინო ბურჯანაძე

ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი პასუხობს:

«კი, კი, რუსეთი ოკუპანტია და ეს კიდევ გავიმეოროთ? მე თქვენ დამიწერეთ გადაცემის ბოლომდე რამდენჯერ გავიმეორო სიტყვა — რუსეთი ოკუპანტია, გადაცემის ბოლომდე დავთვლი და გავიმეორებ…

მე არ ვიგინები ზოგადად, ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი და ვარ პოლიტიკოსი, ზუსტად ამიტომ არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას, ვინც არ უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ, მოლაპარაკებაზე ჩასული — «შე ოკუპანტო-თქო» — ასე არ დავიწყებ მოლაპარაკებას და შედეგსაც მივაღწევ.

ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს. ვიძახოთ, ოკუპანტი, ოკუპანტი და გვეყოლება ეს ჯარი კიდევ ერთი 50 წელი და შეიძლება იმის მერეც.»-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«შავ ზღვაზე ისევ ვხედავ ამერიკულ გემებს…უფლის მახვილი არ დაგინდობთ საქართველოს მოღალატეებს»-ლელა კაკულია

«სოსო რობაქიძე მუდმივად ვაჭრობდა საკუთარი შვილის სულით»-კუპრავა

«მე არანაირ შტურმს არ ვაწყობდი…თუ საჭირო გახდება და თუ ქვეყანა მოითხოვს კიდევ გავალ»-18 წლის მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი