“მე რომ გითხრათ, რომ ვაქცინას პირველ რიგში გავიკეთებ, არა. დავაკვირდები მოვლენებს, იმ ფაქტებს, გვერდითი მოვლენების ფაქტორებს, მაგრამ მტკიცე უარი არ მაქვს. თუმცა, ვინც გაიკეთებს, იმას არ უარვყოფ – ზიარებაზეც დავუშვებ.
პირადად ჩემი პოზიცია მკვეთრი უარყოფა არ არის. ამას სჭირდება ფართო მსჯელობა და ინფორმირება.
მეცნიერება და რელიგია ერთმანეთის გარეშე, ერთი კოჭლია და მეორე ბრმა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავეცნოთ მეცნიერების და ექიმების შეხედულებებს”-განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ „ღამის კურიერის“ ეთერში
Loading…
