ვინც გეუბნებათ რომ გუბერნია გავხდებით — გატყუებენ.
დეიმპერიალიზაცია გარდაუვალია.
ვინც გეუბნებათ რომ საქართველო პატარა სოფელია — გატყუებენ.
აბრეშუმის გზის მთავარი პოლუსი ქვეყანა ვართ.
ვინც გეუბნებათ რომ ხალხი ითმენს ამ უსამართლო რეჟიმს — გატყუებენ.
ხალხი არ ითმენს, სამართლიანად არავის ენდობა და გარბის პოლიტიკის მიერ გაღატაკებული ქვეყნიდან.
ვინც გეუბნებათ რომ «პროდასავლურ» მემარჯვენე ოპოზიციას უნდა ევროპა და ებრძვის ოცნების მემარჯვენე ავტოკრატიულ რეჟიმს — გატყუებენ.
რეჟიმი და ოპოზიცია, ხალხურად რომ ვთქვათ, ერთმანეთს «სატოპკეს» უწევენ და ბრძოლის იმიტაციას აწყობენ.
მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევარი თუ ხართ და ამავე დროს გინდათ მემარცხენე დემოკრატია საკუთარ თავს ატყუებთ.
ეს ორი ცნება შეუთავსებელია.
უარესიც, თქვენი მემარჯვენე აზრებით თქვენდა უნებურად ეხმარებით არსებულ რეჟიმს.
რეჟიმსაც და ოპოზიციასაც ევროპულად, ანუ დემოკრატიულად მოწყობილი საქართველო სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ეკონომიკით და სამართლიანი მკაფიოდ დანაწევრებული ძალაუფლებით არ უნდა!!!!
ხაზგასმით არ უნდათ!
დემოკრატიის პოლიტიკური ნება ვერ ექნებათ, როდესაც დემოკრატია არსებულ პოლიტიკურ კლასს წაართმევს პრივილეგირებულ მდგომარეობას და უკონტროლო შემოსავლებს.
თავის თავს საკუთარი ნებით არ გაროზგავენ. გიჟები არ არიან.
ოღონდ სწორედ სახელმწიფოს დემოკრატიულად მოწყობის ვალდებულება აქვს პოლიტიკურ კლასს, ყველაფერს აკეთებენ და პოპულისტობენ ეს ვალდებულება რომ არ შეასრულონ და საჭირო კანონები არ მიიღონ..
ასე რომ გატყუებენ და ტყუვდებით.
საკუთარ თავსაც ატყუებთ.
დემოკრატიის პოლიტიკური ნება არ აქვთ გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ლიდერებს!!!!
გადაწყვეტილების მიღებაში კი მომხრეები ვერანაირად მონაწილეობთ.
გვაქვს ყალბი «პროდასავლური» პოლიტიკა ეროვნული პოლიტიკის ნაცვლად.
ყოველი თქვენგანი რაც უფრო ჯიუტად გააგრძელებთ თავის მოტყუებას და ილუზიებში ყოფნას
მით მეტად გაგრძელდება უსამართლო რეჟიმის არსებობა.
თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი