აშს-ს ელჩმა, კელი დეგნანმა, “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა:
“მოხარულები ვართ, რომ ენმ უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას და უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იყოს კანონმდებლობაში და შემდეგ იყოს დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან” განაცხადა დეგნანმა.
