გერმანიის კანცლერი ანგელი მერკელი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა.
ამასთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:
„ვილაპარაკეთ ყველაფერზე, დაწყებული საქართველოს ეკონომიკური სიტუაციიდან და პოლიტიკური პროცესებიდან, დამთავრებული საქართველოს პერსპექტივით, რაც შეეხება ნატო-ს და ევროკავშირს. ასევე ვისაუბრეთ სიტუაციაზე ბალკანეთში, რასაც შეიძლება, უახლოეს მომავალში საქართველოზე გავლენა ჰქონდეს. ასევე ვისაუბრეთ იმ ნეგატიურ როლზე, რომელსაც რუსთი თამაშობს სამხრეთ კავკასიაში. რა არის გაკეთებული, რომ სხვადასხვანაირ ფორმაში გამოძერწილ აგრესიას რეგიონის ქვეყნებმა და პირველ რიგში საქართველომ რამე დაუპირისპიროს,“ — განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.