არსებული ინფორმაციით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მამკოდის ტერიტორიიდან ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი უკვე გამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე “პირველი არხი” იმყოფებოდა, როგორც მაშველები აცხადებდნენ გვიან ღამით ადიდებული მდინარის მეორე ნაპირიდან 70 ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს, ხოლო ვინც ნასვამები იყვნენ საქეიფოდ გადასულნი არ ემორჩილებოდნენ მაშველებს.
საბოლოოდ მაშველებმა მოახერხეს ოპერაციის წარმატებით ჩატარება და დარჩენილი 18 ადამიანიც გადმოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ.
ადგილზე მობილიზებულ იყო სპეციალური ტექნიკა, რომლის მეშვეობით მაშველებმა გვიან ღამით მდინარის მეორე ნაპირზე 13 ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს.
