კენიაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს, რომლებიც 7 ივლისს — 1990 წლის პრო-დემოკრატიული საპროტესტო მარშის (საბა საბა) 35 წლისთავს ემთხვეოდა — 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 567 პირი დააკავეს, ნათქვამია ქვეყნის ეროვნული პოლიციის სამსახურის განცხადებაში.
პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. საბა საბა ათასობით ახალგაზრდა კენიელს აერთიანებს — მათ უკმაყოფილება აქვთ კორუფციის, პოლიციური ძალადობისა და მთავრობის კრიტიკოსების გატაცების გამო.
სამართალდამცველთა ცნობით, 11 ადამიანი დაშავდა, თუმცა კენიის ადამიანის უფლებათა კომისია ამ მაჩვენებელს 29 დაჭრილამდე ზრდის.
ეს პროტესტები გრძელდება 2023 წლიდან, როცა მთავრობის მიერ მიღებულმა საგადასახადო კანონპროექტმა საზოგადოებაში ძლიერი აგრესია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ეს ნაწილი ივნისში გაუქმდა, პოლიციის მიერ დაუცველი მოქალაქეების გარდაცვალებამ კიდევ უფრო გაამძაფრა პროტესტი.
პროტესტის მონაწილეთა ინფორმაციით, პოლიციამ ნაირობიში და სხვა ქალაქებში ცეცხლი გახსნა. Citizen TV-ის ცნობით, მინიმუმ ხუთი ადამიანი იქნა სასიკვდილოდ დაჭრილი, მათ შორის ორი — ნაირობიში, კანგემის უბანში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს შეიარაღებული ოფიცერი დაუცველ მოქალაქეს.
ადამიანის უფლებათა კომისია აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ პირებს მშვიდობიანი პრესკონფერენციის ჩაშლა სურდათ, სადაც კენიელი დედები თვითნებური დაკავებების, გაუჩინარებებისა და საპროტესტო მკვლელობების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კიპჩუმბა მურკომენმა თქვა, რომ ხელისუფლება მზადაა ყველა “დამნაშავის” წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯი გადადგას, და მტკიცებულებების მიხედვით მათ “ტერორისტებად” მოიხსენიებს.
კენიის პოლიციის სამსახური ირწმუნება, რომ ყველა ინციდენტზე გამოძიება დაიწყება.
