განცხადება/მიმართვა

“ვერ ვხედავ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე”-ოქრიაშვილი სააკაშვილზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ თავმჯდომარემ , კახა ოქრიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სააკაშვილის სიურპრიზთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

“სიურპრიზთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, უკავშირდება ბატონი სააკაშვილის ჩამოსვლის ფორმას, როგორ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და ჩემთანაც ეს დაადასტურა, რომ მზად არის ჩამოვიდეს შემოდგომაზე. სიურპრიზთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, არაფერი ვიცი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ ბატონ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ის პოლიტიკოსია და გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკაზე დღესაც უკრაინიდან, მაგრამ მე ვთლი, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ამ თანამდებობებზე გზა უნდა გაეხსნათ. ეს სიურპრიზი არ არის, ასე ვამბობდი ყოველთვის. გიდასტურებთ, რომ ისიც ვერ ხედავს თავის თავს ამ თანამდებობებზე მომავალში საქართველოში”- განაცხადა ოქრიაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

მელიტოპოლის მერი ცოცხალია, მაგრამ ოკუპანტები აწამებენ – ზელენსკი

Joni Kvaracxelia

„ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წინ წაყვანა არ შეუძლია და ქვეყანა დღეს უძრაობასა და ჭაობში იმყოფება”-დავით ბაქრაძე

“თუ შემოდგომაზე კორონავირუსზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობა არ გვექნება, სიკვდილიანობისა და ინფიცირების უფრო მეტ შემთხვევებს ვიხილავთ”

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი