პარტია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციასა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.
“ივანიშვილის წესებით თამაში, აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.
ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა, დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში,
ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტელად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი – მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ.
ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას, ექნება მთავარი ამბიცია – იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით”-აღნიშნა მელიამ
