პარტია «ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
«სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა — ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს — „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.