თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
«ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლს და ასევე, მაქსიმალურადა დაცულია მათი ჯანმრთელობა, სპეციალისტების რჩევების მიხედვით. მეც გავიარე ყველა პროცედურა, სანამ გავეცნობოდი მათ საყაზარმო პირობებს. მინდა, მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი იმიტომ, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა და ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ იმედიანად ვართ. ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ. ვინაიდან არ მაქვს შესვლის უფლება, მინდა აქედან გავამხნევო ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. იცით, რომ ათასობით მოსახლეობის შემოწმება ხდება, ასევე ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები, ხდება მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა პროდუქტით და სხვა საჭიროებებით. ამიტომ მინდა ისინი გავამხნეო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ამ ვირუსზე გამარჯვებ»- განაცხადა სესიაშვილმა.