ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და როგორც კი დაინიშნება, მზად ვართ მივიდეთ, მიუხედავად იმ განცხადებებისა და იმ ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „ფასილიტატორებთან შეხვედრას განაგრძობს პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ვინაიდან ახალი თავმჯდომარე არ არის არჩეული, ამ უფლებამოსილებით სარგებლობს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი, ნიკა მელია და კობა ნაყოფია. ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და როგორც კი დაინიშნება, მზად ვართ მივიდეთ, მიუხედავად იმ განცხადებებისა და იმ ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უმძიმეს ფონს ამ მოლაპარაკებებზე, თუმცა მივალთ ამ მოლაპარაკებებზე, რადგან ახლა ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ახლა ხელისუფლებაზე. ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა და ინიცირება გაკეთდა კანონპროექტების, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავად ხურავს ფანჯარას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა მოლაპარაკებების. თუმცა დაველოდოთ ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რა წინადადებით მოვა ხელისუფლება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას – ზაალ უდუმაშვილი
Loading…
