პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლონელი ექიმების მიერ მესამე პრეზიდენტის კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს. მისი თქმით, ასეთი ვარაუდის საფუძველს საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლონელი ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა აძლევს, რასაც სამედიცინო მისიის ერთ-ერთ წევრთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი. გოშევსკამ PAP Studio-სთან ინტერვიუში კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგები, თქვა, რომ შეგროვებული მასალების ნიმუშების ანალიზს «ორი-სამი კვირა» დასჭირდება. მისი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ქართული მხარე «ამ კვლევების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს». «ნიმუშების აღების მთელი პროცესი ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რაც პოლონელმა ექიმებმა მშვენივრად იცოდნენ. ვერ წარმომიდგენია, რომ რომ ამ ყველაფრის ფონზე ისინი შეეცადნენ ასეთი ფორმით წაეღოთ რაღაც ნიმუში. აშკარაა, რომ ეს შეკერილი საქმეა, მიზანი კი არის ის რომ ექიმების მუშაობის შედეგებს სანდოობა დაუკარგონ და არა ის, რომ სააკაშვილმა მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებდა», — ამბობს გოშევსკა.
გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე