განცხადება/მიმართვა

“ვეთანხმები სააკაშვილის განცხადებას”-ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სააკაშვილის ინიციატივით პარტიულ სიაში მხოლოდ ახალი სახეები იქნებიან.

 

“ეს უნდა იყოს სინქრონული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანწილად ორივე კომპონენტის გათვალისწინებით. არანაირ ვენდეტასთან არ არის საქმე. იქნება ახალიც, იქნება ძველიც, ყველას სინთეზი. დიახ, განახლება ყოველთვის საჭიროა და გამარჯვების კოალიციის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და შინაარსი სწორედ ეს არის.

პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენი ამოცანაც იქნება არა პარტიებთან თანამშრომლობა, არამედ ახალი ადამიანების, საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანების შემოყვანა პოლიტიკაში. მათ უნდა განახორციელონ სისტემური რეფორმები, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და წავიდეთ წინ”-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა

მსგავსი პოსტები

“უვარგისი ადამიანია და დაეტიოს, ის ჩემთვის კაციც არ არის”-მეუფე იაკობი მელაშვილზე

roma sajaia

ვირუსი არსად წასულა…

“გვაჩვევენ, რომ ლარის კურსის ძველი ნიშნული არის 2.95”-თემურ ჭყონია

დატოვე კომენტარი