“ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა”-14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის

0
127

14 წლის გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია , ის უკვე მეოთხე დღეა სიკვდილს ებრძვის. ამ მდგომარეობის სავარაუდო მიზეზი ისევ სახიფათო თამაშის სასიკვდილო წესებია.

14 წლის გოგონა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ყველა მეუბნებოდა, რომ არის დეპრესიაში ბავშვი, გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავს. მე მეუბნებოდა, დედიკო შენ ხომ არაფერი დაგემართება? არა, დედიკო, მე რა უნდა დამემართოს. დედა, მე რომ რამე დამემართოს, ხომ არ მოვკვდები., ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა. ფსიქოლოგთან წამიყვანე, დეპრესიაში ვარო. კარგი დედიკო, წაგიყვან-თქო. პარასკევს ჩამოვედი ზედა სართულიდან საძინებელში, რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ხელში ეჭირა ტელეფონი, გოგო, გაკვეთილები აიღე-მეთქი, ვუთხარი, დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, ეს და გამორთო უცებ,” – განაცხადა გოგონას დედამ, ინგა ბურდულმა.

გოგონას მამა აცხადებს, რომ როცა ჩაერია ხალხი, ტელევიზია და  ამის შემდეგ კეთილი იბოძეს და აკეთებენ ბიოქიმიურ ანალიზს.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ