ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

0
292

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებმა — ვაჟა გიგაურმა, სულიკო საყევარაშვილმა და გიორგი სახელაშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. მათ ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი — ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურა. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ