ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის არსებობაზე საუბრობს:
“ინფექციის დამარცხებისა და პრობლემის რადიკალური გადაჭრის ორი გზა არსებობს – ვაქცინა და მედიკამენტი. ვაქცინები უკვე მზადაა, უკვე დაიწყო აშშ-ში პირველი ვაქცინის გამოცდა, თუმცა არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი, თვითონ ისინი აცხადებენ, რომ ვაქცინის გამოცდიდან მის ფართო ხმარებაში დანერგვამდე გადის 1 წელი მაინც, ყველაზე კარგ შემთხვევაში – 8-10 თვე მაინც”-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Loading…
