განცხადება/მიმართვა

ვაქცინაციას აძალებენ და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან-მეუფე სპირიდონის სკანდალური განცხადება

“რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის, 1 წლის შემდეგ, გაქვთ ამის პასუხი? – არა გაქვთ, მაშ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში ვიდეოები, გაიკეთეს ვაქცინა და ადგილზე მოკვდა ზოგი, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, სამ მილიონამდე კაცია გარდაცვლილი კოვიდ 19-სგან, 2 მილიონ რაღაცა და მილიარდზე მეტი ადამიანის აცრა უნდათ, რა შედეგს გამოიწვევს?

შესაძლოა ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ, ვინ იცის? ერთი წლის შემდეგ, ორი წლის შემდეგ, ვინ იცის, რა იქნება?

ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ეკლესიის ხმა, ღვთის ხმა, ეკლესია ნახეთ რას ამბობს: პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებზე და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. დანარჩენი ახლა ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს. ყური ყველას აქვს ხო, ასე არ არის? მაგრამ რატომ ამბობს უფალი, ვისაც ყური აქვს, სმენად ისმინოსო. ვისაც გულისყური აქვს, მოისმინოს ის.

ჩვენ ვუფრთხილდებით იმას, რომ კატასტროფულად უარესი შედეგები არ დადგეს. აი ესაა, მეტი არაფერი”, – განაცხადა სხალთის ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა თავის ქადაგებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

კარლ ჰარცელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს

ვაშინგტონში ივანიშვილის რეჟიმზე ისე საუბრობენ, როგორც ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე-სალომე სამადაშვილი

roma sajaia

მხოლოდ მშვიდობა და მეგობრობა გადაარჩენს ჩვენს ხალხს !

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი