შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს.
«ბოლო დღეებში ფაქტობრივად ყველა ვხედავთ, მათ შორის საზოგადოება და თქვენც, რომ გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, მთელ ქალაქში გადაწვეს, დაამტვრიეს სხვადასხვა ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა და პოლიცია მზადაა იმისთვის, რომ აღკვეთოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთავთ და ყველა იმ პირს ვაფრთხილებთ, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შსს მიიღებს უმკაცრეს ზომებს»- თქვა სირაძემ.