განცხადებები

ვასაძე: ჩვენი ამომრჩევლები ქოცების ელექტორატია

პრორუსი ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც საქართველოშ პოლიტიკური პარტია დააფუძნა, პოლიტიკურ გეგმებზე  ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაშიისაუბრა

«ჩვენი საამომრჩევლო ბაზა შედგება 3 ნაწილისაგან. პირველ რიგში, ის ხალხი, ვინც არ დადის არჩევნებზე, ეს 60%, იმიტომ, რომ არ მოსწონს ის პოლიტიკური პრეისკურანტი, რომელსაც მას სთავაზობენ, ჩაქნეული აქვს ხელი ყველაფერზე და პოლიტიკურად არის პასიური, იმიტომ, რომ ამდენჯერ მოატყუეს პოლიტიკოსებმა და გაუცრუეს გული. ამომრჩეველთა უმრავლესობა, რომელიც რჩება სახლში და არ დადის არჩევნებზე, არის სწორედ ის ხალხი, ვისთვისაც ჩვენ შევქმენით ერთობა რაობა, იმედი.

ჩვენი ამომრჩევლების მეორე კატეგორია არის სრულიად ელექტორატი ქოცებისა, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას არასდროს არ ჰქონია მკაფიო იდეოლოგია, ისინი ამბობდნენ – არა მიშას, მოგვეცით ხმა ჩვენ, თორემ მოვა მიშა და ეგ იყო მთელი მაგათი პოლიტიკური პლატფორმა, შეიყვანეს ქვეყანა ჭაობში. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ქოცებს აძლევს ხმას, არის ჩვენი პოტენციური ამომრჩეველი.

მესამე არის ის ხალხი, ვინც ისე გამწარდა ბიძინაზე და ქოცებზე, რომ მაგათ ჯინაზე აძლევდა ნაცებს ხმას, მე ამას ვერასდროს ვერ გავამართლებ»-აღნიშნა ვასაძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

«როცა გავიცანი, ევროსაბჭოს და ევროკავშირს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა»-ეკა ბესელია ოხანაშვილზე

„ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“ — ბულგარეთის ვიცე-პრემიერი

აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია არა სიტყვებით, არამედ საქმით ვლადიმირ ზელენსკი

დატოვე კომენტარი