“ვარშავის აეროპორტში ქართველები ვნახე, კბილები არ ჰქონდათ”-სააკაშვილი

0
216

საქართველოს მესამე პრეიზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “კვირის აქცენტები”  საქართველოს მოქალაქეების შესახებ განაცხადა, რომლებიც ევროპაში სამუშაოდ ჩადიან:

„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ გაჭირვების ფონზე, როცა ხალხს არ სთავაზობენ, როცა ხალხს უჭირს, პურის ფული არ აქვს… ამ ხალხს ყოველდღე ვხედავ, ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ რამდენიმე დღის წინ. კბილები არ აქვთ. მუშები ჩამოდიან „ვიზეარის“ რეისით, აი, კბილები არ აქვთ. საშუალოდ 40-45-50 წლის მამაკაცებზეა საუბარი, რომლებიც ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ. უკიდურესი გაჭირვებაა, 93 პროცენტზე მეტი ცხოვრობს დასაშვებ ნორმებზე ქვემოთ. ორჯერ გაიზარდა ზუსტად სიღარიბე. ამ ფონზე, როდესაც საკონტროლო გასროლას ახდენენ საქართველოს თავში, ყველა ვალდებულია, ეს საკონტროლო გასროლა საკუთარ თავზე მივიღოთ, მაგრამ ის არ მოხვდეს საქართველოს. არ მინდა, ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს. მე ვარ ძალიან გაბრაზებული, მე ვარ ძალიან დაზაფრული, მაგრამ მე ვარ ასევე ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ დავამარცხებთ მათ 28 ოქტომბერს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ