განცხადებები

ვარშავა ემზადება რუსეთის შემოჭრისთვის — პოლონეთში უკრაინის ყოფილი ელჩი

უკრაინის ყოფილმა ელჩმა პოლონეთში ანდრეი დეშჩიცამ  განაცხადა, რომ ვარშავა ემზადება რუსეთის შემოჭრისთვის.

«არსებობს შიში, რომ რუსეთმა შესაძლოა შეუტიოს პოლონეთს. პოლონეთის მთავრობა ამისთვის ემზადება», — განაცხადა დეშჩიცამ «24 არხი»-ს ეთერში.
მისი თქმით, ვარშავას ესმის, რომ „უკეთესია უკრაინას დაეხმარონ და ამით თავიდან აიცილოს რუსული ჯარების პოლონეთის საზღვრებთან მიახლოება“.

დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით გადაეცემა ეს დახმარება უკრაინას. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ პოლონეთმა ნატოს უკრაინაში ჯარების გაგზავნისკენ მოუწოდა.

ამასთან, ელჩმა დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ პოლონელებს, სურთ უკრაინას ჩამოაჭრან მისი დასავლეთ ნაწილი.

წყარო

Loading…

მსგავსი პოსტები

მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი-ანალენა ბერბოკი

«ევროპა პირველივე ხელსაყრელ ვითარებაში ტრადიციულად მიგვაყიდის…»-ნათელაშვილი

12 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა-საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი