ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი არის ნასვამ მდგომარეობაში და უმისამართოდ ისვრის. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის, სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ.
Loading…