გამოკითხვა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და ჩვენი ოჯახის მეგობარი გიორგი კეკელიძე. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა, ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით. ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებს ან დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად; მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას.

დღეს, შვიდ საათზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები. ამას გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავმართოთ აქცია-პერფორმანსი „ჩვენი სიფხიზლისთვის“. 29 დეკემბერს საქართველოსა და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმება. 19:00 საათზე ყველა ქალაქსა და სოფელში, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, უბრალოდ დაასიგნალეთ საკუთარი ავტომობილიდან“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათა გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რა არის ქართველისთვის პრიორიტეტი?

Joni Kvaracxelia

ოკუპანტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსეთ-საქართველოს ომის შეფასება

Joni Kvaracxelia

თუ შარლ მიშელის ვიზიტს შედეგი არ მოჰყვა სხვა ვერავინ დაგეხმარებათ — ანდრიუს კუბილიუსი

დატოვე კომენტარი