ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურა

0
185

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი – ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით ეს შედეგი დადგა აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ხელისუფლებას ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას იმ მოქმედებების შესახებ, რასაც სახელმწიფო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აკეთებდა. „დღეს ბატონი ვაჟა გათავისუფლდა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის სასიხარულო ამბავი. რა თქმა უნდა პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონოდ ტუსაღობა, ჩვენ სახელმწიფო უწყებები ყველა მიმართულებით ვიყავით ჩართულები, აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ეს შედეგი არის ყველასთვის სასიხარულო და ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ მაშინ როდესაც ასეთი მობილიზებული, ასეთი კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, გვხვდებოდა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ცდილობდნენ კაპიტალიზაციას და თითქოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა. ეს არის არასწორი მიდგომა, არასწორი პოზიციონირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება, როგორც ადგილობრივი რესურსის ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს საქართველოს მთავრობის წევრებმა. „საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს!

ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძემ: ჩვენმა ძალისხმევამ გამოიღო შედეგი, ყველა არხი იყო ამუშავებული, საერთაშორისო ბერკეტები, ორმხრივი კონტაქტები დასავლელ პარტნიორებთან, ჟენევის ფორმატში თანათავმჯდომარეები იყვნენ ჩართულნი, ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია, ავამოქმედეთ, რამაც საბედნიეროდ შედეგი გამოიღო. ასევე კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა: ვაჟა ექიმის გათავისუფლებას უზარმაზარი შრომა უძღოდა წინ. ყველა საბაზისო სირთულის მიუხედავად ეს მაინც განხორციელდა. პირველ რიგში, ვულოცავ მას და მთელს საქართველოს ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის არაადამიანური ვითარება და რეჟიმის არაადამიანური სახე, რომელიც საქართველოშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა, ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების ერთად დგომით მოხერხდა ვაჟა ექიმის სახლში დაბრუნება“ “პრაქტიკულად ერთი წუთით არ შეჩერებულა მუშაობა, ძალიან მაღალ დონეზე იყო ჩართულობა“ განაცხადა სუბარმა

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი დაუღალავი ძალისხმევით, დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მშვიდობიანი გზით გადავჭრით იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება!“ – აღნიშნულია დავით ზალკალიანის განცხადებაში. დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!“ – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. თავად ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი ასეთი იყო: “ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ყველას. ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შსს, უშიშროებას… ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის…კარგად ვარ. უდიდეს მადლობას მოვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდში მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ყველას დიდ მადლობას გიხდით… ასე, მე რასაც ვუყურებდი, სამწუხაროდ ინფორმაცია ნაკლები მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ”.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ