განცხადებებიპოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება-რომელ პარტიას შეურთდება ყოფილი შს მინისტრი?

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს.

ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია «იმედთან» დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი”, — აცხადებს ჩივიაშილი.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

კვარაცხელიასა და ოსიმენს ვეტყვი, რომ „ნაპოლის“ მაისურით კარგად თამაშზე იფიქრონ-«ნაპოლის» მწვრთნელი

roma sajaia

„ლელო“, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი-პაპუაშვილი

roma sajaia

რიკოთის გვირაბში მიმდინარე წლის 3 ივნისს საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

დატოვე კომენტარი