«ვანო გოლოშვილი დაიღუპა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, იმ ახმედ ჩატაევთან ბრძოლაში,რომელიც საქართველოში შემოიყვანა სუსმა!»-ელისო კილაძე

0
575

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

«ვუყურე როგორ იდგნენ დამწუხრებული სახით დაღუპული სპეცრაზმელის საფლავთან ვახტანგ გომელაური და ირაკლი ჩიმაკაძე და სიმართლე გითხრათ,ამათმა უტიფრობამ გამაოგნა :
ვანო გოლოშვილი დაიღუპა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას და მის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებელია სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე(სპეცოპერაციის ხელმძღვანელები )
სპეცრაზმელი დაიღუპა იმ ახმედ ჩატაევთან ბრძოლაში,რომელიც საქართველოში შემოიყვანა სუსმა !
სპეცრაზმელის სიკვდილთან არანაირი კავშირი არა აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს და მის ოჯახს !
ირაკლი ჩიმაკაძეს ბრალი დასდო მისმა აგენტმა სირიაში ტერორისტების გაგზავნაში-რა ეტაპზეა გამოძიება?
«რეპორტიორს» კი ვეტყვი-თქვენი ზღაპრების აღარ სჯერა არავის გრუს სტაჟიანო რეზიდენტო ფოფხაძევ !
გააზიარეთ !!!!»-წერს ელისო კილაძე.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ