«ქართული ოცნების» აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ «პალიტრანიუსის» გადაცემაში «360 გრადუსი» განაცხადა.
«ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები, რაც ეფუძნება სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც ასახავს საზოგადოების განწყობას. ბოლო ასეთი სოციოლოგიური კვლევა დეკემბერში ჩატარდა და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლობას, რომ არამხოლოდ გავიმეორებთ იმ შედეგს, რომელიც გვქონდა 2016 წელს და ეს იყო — 49%, არამედ შეგვიძლია, ამ შედეგის თუნდაც არსებითად გაუმჯობესება. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ კომპანიასთნ, რომელიც ატარებს საველე სამუშაოებს. როდესაც ვამბობთ ჩვენს პროგნოზებს ეს პროგნოზები მართლდება, იგივე 2016 წელს ჩვენ ვამბობდით, რომ ყოველი მეორე ადამიანი დაუჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ და ზუსტად ეს შედეგი დაჯდა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევდა სწორედ ეს კომპანია და მათი კვლევის შედეგები»-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.