ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ საქართველოს ისტორიული ძეგლების შენარჩუნების საქმეში-კელი დეგნანი

0
30

ამერიკის შეერთებული  შტატების საელჩომ საქართველოში  ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის 506 000 დოლარი გამოყო, აღნიშნულთან  დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მონასტერს ეწვია.

“აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ დააფინანსებს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის გამაგრების სამუშაოებს. დღეს გამოცხადდა გრანტის გადაცემა, რომელიც გამოყო ამერიკის ელჩის კულტურის დაცვის ფონდმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში დააფინანსა დაახლოებით 20 პროექტი, რომლებზეც გამოიყო ორ მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ეს გრანტი, რომელიც ჯვრის მონასტრის სამუშაოებზე გამოიყო, არის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი. საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში”-განაცხადა კელი დეგნანმა.

ფოტო:1tv.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ