დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი სოციალურ ქსელში ვალენტინობის შესახებ წერს:
«ღამე მშვიდობის
…
გნებავთ თხოვნად მიიღეთ გნებავთ მუდარად..გნებავთ გაფრთხილებად
მოგმართავთ ყველას ნაცნობს და უცნობს
ვ ა ლ ე ნ ტ ი ნ ო ბ ა ს
ნუ მომილოცავთ😊💖
…
ვალენტინობა – წარმართული “დღესასწაული”
იმისათვის, რათა დაენერგათ ვალენტინობის “დღესასწაული», მოიგონეს ამბავი, მითი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს წმ.ვალენტინთან.ეკლესიის არცერთი წმ.ვალენტინის ცხოვრება არ შეესაბამება იმ მითს, რომელიც მოგვიანებით შეთხზეს იმ მიზნით, რათა წარმართული დღესასწაული ქრისტიანული ტერმინოლოგიით შეენიღბათ.
სინამდვილეში თებერვლის ზუსტად ამ დღეს, შორეულ საუკუნეებში, რომის იმპერიაში ტარდებოდა წარმართული ფესტივალი, რომელიც მიძღვნილი იყო “მგზნებარე» სიყვარულის ქალღმერთ ჯუნო ფებრუატასადმი.ამ ზეიმის დროს ხალხი იწყებდა მოლხენას და ყველა ცდილობდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას.იგონებენ ახალ ღონისძიებებსაც, როგორიცაა “მის მონაზონი»-სილამაზის კონკურსი კათოლიკე მონაზონ ქალებს შორის
არსებობს ასევე ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა, რომელმაც პირველმა დაწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო.ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა!»-წერს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.