სოცქსელისხვადასხვა

“ვალების ჩამოჭრა ხომ გახსოვთ? 2020-ში გაცილებით უფრო დიდი ფსონი დევს. უკვე უფრო მსხვილ ვალებზე”

“მიკროსაფინანსო ვალების ჩამოჭრა ხომ გახსოვთ? ხომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ბედი? 2020-ში გაცილებით უფრო დიდი ფსონი დევს. თუ დასჭირდა, გაუჭირდება იგივე გააკეთოს უკვე უფრო მსხვილ ვალებზე, მაგალითად, იპოთეკურზე? მთელ საქართველოს აქვს. ნაწილობრივი თანამონაწილეობის სახით თუნდაც, პროგრამ ა არჩევნებამდე დაიწყება და გათვლილი იქნება არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ხალხის დასაბმელად. კი, ძვირი დაჯდება, მაგრამ მერე ამონაგები უზომოდ მეტი ექნება. ჩვეულებრივი, მომგებიანი ინვესტიცია. ვინ რას უშველის ამას? მთელი საქართველო ვალებშია”-წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ვაშაკიძე.

Loading…

მსგავსი პოსტები

“მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე”

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და უმრავლესობა მის დაპატიმრებას დათანხმდა

Joni Kvaracxelia

“დღეს მე მრცხვენია ქართველი რომ ვარ!”-დავით ქაცარავა

დატოვე კომენტარი