სკანდალი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და კიდევ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობა შეეფარდა ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტსაც.

მოსამართლემ ამით დააკამყოფილა ბრალდების მხარის — პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.

პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დღეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც -“გრინსერვის +”-ს, «ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი — ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

Loading…

მსგავსი პოსტები

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთშია

Joni Kvaracxelia

შესაძლოა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალი გადაკვალიფიცირდეს

სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვს, რუსული ბაზების ნაცვლად საქართველოში ანტიტერორისტული რუსულ-ქართული სამხედრო ცენტრების გახსნას დაჰპირდა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი