განცხადება/მიმართვა

«ვაი, ამათ პატრონს. გონს მოეგონ!…მე ცოცხალი ვიქნები თუ არა კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში»-ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ომბუდსმენის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც გახმაურებულ საქმეებზეა საუბარია.

აღნიშნულ ანგარიშში მოხვდა ხორავას ქუჩის მკვლელობა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეც.

„აბსოლუტურად ვეთანხმები სახალხო დამცველის ამ დასკვნას. მაგრამ ფაქტია, რომ არ გაითვალისწინებენ არც ამ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კომისიამ საკმარისზე მეტად გამოამჟღავნა ის დარღვევები,. რა დარღვევებიც მიმდინარეობდა გამოძიების ეტაპზე და ვის აფარებდა ხელს პროკურატურა და რატომ ცდილობდა ამ საქმის გაყალბებას. ერთადერთ მაგალითს მოგიყვანთ დღევანდელი საქმის მასალების გაცნობიდან. არ არის ჩხრეკა ჩატარებული მიხეილ კალანდიას სახლში სადაც იმალებოდა გ.ჯ და არ არის იმ სახლშიც ჩატარებული ჩხრეკა სადაც შემდეგ გადაიმალნენ. ეს ერთადერთო ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ მთელი გამოძიება ფაქტიურად არ არის ჩატარებული სრულყოფილად. შეგნებულად, ეს არის პირდაპირ, პროკურატურის დავალებით, რომ არ უნდა გაჩხრეკილიყო მიხეილ კალანდიას სახლი. სადაც იმალებოდა მკვლელი, დღეს უკვე ბრალდებული გ.ჯ,

მაქსიმალურად მიიყვანს პროკურატურა იქამდე რომ შეტენონ გ.ბ.-ს ჩემი შვილის მკვლელობა და მიხეილ კალანდია გამოიყვანონ მამა აბრამის ბატკანი. სარალიძე გიჟია ამათი აზრით? ვაი, ამათ პატრონს. გონს მოეგონ! ვაფრთხილებ მე ამათ. თუ არა და კონკრეტულ ნაბიჯებს მართლა ელოდონ სარალიძისგან. მე ცოცხალი ვიქნები თუ არა კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში. ამის პირობას მე ვდებ,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3,5 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო(ვიდეო)

«ორივე დაჯგუფება სექსუმცირესობების და მათთან მებრძოლი რაინდების, იმართება მოსკოვიდან»-შალვა ნათელაშვილი

«ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას»-ილია მეორე

დატოვე კომენტარი