სხვადასხვა

«ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ»-ანა ჯაბაური

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური “კვირის პალიტრასთან» ცოტნესთან დაკავშირებით საუბრობს:

«იმ ავადსახსენებელ დღემდე ერთი თვით ადრე დიდი ხნის ნატვრა აისრულა – სატვირთო მანქანებით მაღალი ხარისხის მიწა მოატანინა, შემდეგ საგანგებოდ შეარჩია ნერგები და რამდენიმე მეგობრის დახმარებით კოლხური კოშკის ეზოში ვაზი ჩაყარა. ყოველ მტკაველ მიწას თავს დასტრიალებდა და ეფერებოდა…

ცოტნეს მეგობრები ჩვენი თურქეთის კლინიკაში ყოფნის პერიოდშიც უვლიდნენ ვაზს, მაგრამ ერთხელაც ჭიშკარი გატეხილი, ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ.

ეს ინფორმაცია მეზობლებმა და ცოტნეს მეგობრებმა მომაწოდეს. მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერე, რაც ფოტოები გამომიგზავნეს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მხოლოდ შინაურს შეეძლო.»-ამბობს ჯაბაური.

Loading…

მსგავსი პოსტები

უბედური შემთხვევა თბილისში-არის დაღუპულიც

Joni Kvaracxelia

91:85 დავამარცხეთ ფინეთის ნაკრები კალათბურთში

ოკუპანტებმა 28 წლის ქართველი მოკლეს?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი