სამხედრო

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რიგითი გარდაიცვალა

სამწუხარო   ფაქტი მოხდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც  რიგითი ვაჟა შთირიშვილი გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაციას  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი კლასის რიგითის ვაჟა ლევანის ძე შათირიშვილის გარდაცვალების გამო.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო

Joni Kvaracxelia

აშშ-ი შავ ზღვაში სამხედრო გემების გასაგზავნად ემზადება

roma sajaia

აშშ და პოლონეთი სამხედრო თანამშრომლობას აფართოებენ

დატოვე კომენტარი