განცხადება/მიმართვა

ვაგროვებთ 100 000-ზე მეტ ხელმოწერას…იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი-ხაბეიშვილი

“ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დგას რიგში, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, 

ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, საარჩევნოდ უზრუნველყოფილი იყოს მინიმალურად ობიექტური, სამართლიანი გარემო, რაც ნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი უნდა იყოს თავისუფალი. იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი, სალომე ზურაბიშვილმა რომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება, ვაგროვებთ 100 000-ზე მეტ ხელმოწერას და ხედავთ, რომ, ფაქტობრივად, რიგები დგას, სადაც ადამიანები ხელს აწერენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი”

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მსგავსი პოსტები

“გაუთხოვარი, უბიწო პენსიონერები მიიღებენ 50 ლარიან დანამატს”-ასათიანი

“პრეზიდენტი ივანიშვილი”-ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია(ვიდეო)

“ჩვენ დავარწმუნებთ ამერიკელ კოლეგებს, რომ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება გრძელდება”-არჩილ თალაკვაძე

დატოვე კომენტარი