აშშ-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზრდის თავის სამხედრო ძალებს, რათა შეაკავოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ზრდა რეგიონში, გვატყობინებს მედია. პოლიტოლოგმა ალექსანდრე ასაფოვმა რადიო Sputnik-ის ეთერში გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედებენ ამერიკელები მოცემულ შემთხვევაში. აშშ ბრალდებები, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო ძალებს შავ ზღვაზე — «მტკნარი სიცრუეა», აცხადებს სააგენტო «რია ნოვოსტში» ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი სერებრენიკოვი. „ბოლო დროს აშშ-ს მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები რუსეთის მიმართ — როგორც რუსეთის ბირთვული პოტენციალის გაძლიერების, ასევე ბირთვული შეიარაღების გაზრდასთან დაკავშირებით, ახლა მას დაერთო შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ძალების გაძლიერებაც“, — აცხადებს სერებრენიკოვი. მისი აზრით მსგავსი გამოხტომები მცდელობაა ყურადღება გადაატანიონ საზოგადოებას საკუთარი შეიარაღების და სამხედრო ძალების ზრდისაგან. სერებრენიკოვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს „ გამოიყენოს საკუთარი სიცრუე რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით“. სენატორის თქმით, ასეთი მცდელობები წარუმატებელი იქნება. კვირას, 18 თებერვალს შავ ზღვაში შემოვიდა აშშ-ს საზღვაო სამხედრო ძალების საესკადრო ნაღმმზიდი „კარნი“, რომელიც შეუერთდა სამხედრო ხომალდს „როსს“. პენტაგონზე დაყრდნობით მასმედია გვამცნობს, რომ ვაშინგტონმა გააძლიერა თავისი ყოფნა შავ ზღვაში, რათა შეაკავოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ზრდა ამ რეგიონში“. ხომალდი „როსი“ აღჭურვილია რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემით და შეიარაღებულია ფრთოსანი რაკეტებით „Tomahawk“. მეორე ხომალდი, „კარნი“ აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, წყალქვეშა გამოვლენისა და თავდასხმის სისტემებით. თან შეიარაღებულია რაკეტებით „Tomahawk“ და „Harpoon“. პოლიტოლოგმა ალექსანდრე ასაფოვმა რადიიო Sputnik-ის ეთერში აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს მოძებნოს მიზეზი, თავისი ქმედებების გასამართლებლად.
წყარო: https://ria.ru