ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია “რუსთავი2”-ზე მორიგ შეტევას, გამოეხმაურა , “ქართული ოცნების”ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია.
„ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება,”-განაცხადა “კურიერთან” ეკა ბესელიამ.
Loading…
