ექსკლუზივი: ვინ შეცვლის გიორგი გახარიას?

0
776

მარტის დასაწყისში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ხელისუფლების ამინდი მკვეთრად გაუარესდება. პოლიტიკური სინოპტიკოსების ცნობით, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესისა, პრემიერი გიორგი გახარია სავარძელს სწორედ მარტის დასაწყისში დატოვებს. შესაბამისად, მორიგი სამთავრობო კარუსელი ადრეულ გაზაფხულზე დატრიალდება.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.
სააგენტოს ინფორმატორის ცნობით, სუსის მოქმედი ხელმძღვანელი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს და ეს საკადრო გადაწყვეტილებაც სრულიად ლოგიკურია.

„ბიძინა ივანიშვილის ნდობის რეიტინგში გრიგოლ ლილუაშვილი დაწინაურდა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მარტის დასაწყისში გახარიას სწორედ ლილუაშვილით ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მოხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაც. დიდი ალბათობით, ცვლილება არ შეეხება ძალოვან ბლოკს, ერთი გამონაკლისის გარდა — იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და „ოცნების“ ყველაზე სტაჟიანმა მინისტრმა ეს ძალიან კარგად იცის. ადგილზე რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი, მაია ცქიტიშვილიც. სხვა მინისტრების ბედი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის“, — უთხრა “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ.

2020news.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ