პოლიტიკა

ექსკლუზივი:”ქართული ოცნება” შიდა კვლევით 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების რეიტინგი იკლებს. კერძოდ, წყარომ ფორმულას მმართველი პარტიიდან კვლევის უახლესი შედეგები მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნება არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს. აღსანიშნავია, რომ პარტიის შიდა კვლევა მისივე ნდობით აღჭურვილი კომპანიის მიერ არის ჩატარებული.

კითხვაზე: ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – ქართულ ოცნებას ალოკაციის გარეშე, ამომრჩეველთა მხოლოდ 21 პროცენტი ასახელებს; ალოკაციით კი 35. ამავე კვლევით, საზოგადოების 40 პროცენტს კი გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

ფორმულას ინფორმაციით, პარტიაში გაზომეს მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგიც. კალაძესა და თალაკვაძეს შორის გამოკითხულთა სიმპათია მოქმედი მერისკენ გადაიხარა. კვლევების ჩატარებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, თუმცა ფორმულას მიერ მოპოვებულ მონაცემებს უარყოფს.

თუ მმართველი პარტია 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს, მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოუწევს.

წყარო:ფორმულა

Loading…

 

მსგავსი პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობას მინისტრის მოადგილესთან დაპირისპირების გამო ტოვებს

Joni Kvaracxelia

“რეალურად მელიას დილემა ასეთია…”-ხუხაშვილი ნიკა მელიაზე

roma sajaia

ირაკლი ოქრუაშვილმა “ბინძური თეთრეულის გამოფენა” დაიწყო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი