«ნაციონალური მოძრაობის» დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
«სამი მკვლელის შეწყალება ერთ დღეში, მათ შორის ერთ-ერთი ისეთის, რომელიც დაპატიმრებულიც კი არ ყოფილა, ერთი დღითაც კი არ მჯდარა ციხეში, რადგან გაქცეული იყო.
ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთი მიზეზით-ვიღაცამ გააკეთა ფული.
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.»
Loading…