სხვადასხვა

«ეს ყველაფერი ბოლოდროინდელ მოვლენებზე საზოგადოების რეაქციამ დამაწერინა“

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„არც ერთი მოვლენის სიღრმისეული ანალიზი არ ხდება, მცირე გამონაკლისის გარდა, და ისიც ამ მცირე გამონაკლისზე საზოგადოების უმცირესი ნაწილი რეაგირებს, საზოგადოების, რომელიც გაყოფილია მცირე გამაძღარ და უდიდეს დამშეულ ნაწილებად. უშრომველი სიმაძღრე ტვინს აქონიანებს, შიმშილი კი აფერხებს სისხლის მიმოქცევას და ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ეს ის ნებაყოფლობითი შიმშილი არ არის, როცა უკეთესად აზროვნებ. მე დამშეულ ადამიანებს ვგულისხმობ დამშეული ოჯახის წევრებით.

ამას რომ ვწერ არც ერთი წუთით არ იფიქროთ რომ რაკი ჯერჯერობით არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ნაწილს არ ვეკუთვნი, თავი ვინმეზე უფრო ჭკვიანი მგონია. უბრალოდ გამოცდილება მაქვს სხვაზე მეტი, მათშორის უარყოფითი გამოცდილებაც და ამის წყალობით ჯერ კიდევ დამრჩა უნარი რაღაცეები სიძულვილის ან სიყვარულის გარეშე შევაფასო. ასე თუ გაგრძელდა, ეს გამოცდილებაც ვერ გვიშველის მათ ვისაც გვშველის და შევწყვეტთ სიცილს და მასხრად აგდებას იმის, რაც მასხრადაა ასაგდები.

სიცილის უნარის დაკარგვა მონად ქცევის ბოლო სტადიაა ალბათ…

ეს ყველაფერი ბოლოდროინდელ მოვლენებზე საზოგადოების რეაქციამ დამაწერინა.“-წერს ირინა სარიშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

კიბერშეტევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე-განადგურებულია მნიშნელოვანი ფაილები

დავით გარეჯში, აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა ააფრიალეს

მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში

დატოვე კომენტარი