განცხადება/მიმართვა

“ეს სასახლე არის აშენებული ხალხისთვის წართმეული ფულით”-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ის ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

​„ჩვენი მთავარი ამოცანა, შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე არის აშენებული ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნოთ ხალხს. შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება ახალი მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლეს. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება. მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, კონკრეტულად, რა ფუნქცია, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს, ამის თაობაზე საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს,“ – განაცხადა  კობახიძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მინიმუმ 56 ათასმა ბოტმა მიიღო ფული რუსეთის ფედერაციისგან ანტივაქცინაციის კამპანიისთვის, – რადუცკი

შინაგანი ჯარების მებრძოლთა განცხადება

აღინიშნება ახალი შემთხვევების მატება…ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“- ცერცვაძე

დატოვე კომენტარი