განცხადება/მიმართვამსოფლიოში

ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის-ჯო ბაიდენი

ეს სამწუხარო დღეა სასამართლოსა და ქვეყნისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

„ეს არის უკიდურესი იდეოლოგიის განხორციელება და ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლოს ტრაგიკული შეცდომა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„დღეს სასამართლომ გააკეთა ის, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია – პირდაპირ წაართვა [ქალებს] კონსტიტუციური უფლება, რომელიც ფუნდამენტურია ამდენი ამერიკელისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალური და დაუყოვნებლივი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

Loading…

მსგავსი პოსტები

კვარას შეუძლია “ოქროს ბურთი” მოიგოს, ის მსოფლიოში საუკეთესოა-მამარდაშვილი

roma sajaia

17 მაისს საყოველთაო ჯვრისწერასთან დაკავშირებით რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება

“ივანიშვილი დაინტერესებულია, რომ ვაზის და ღვინის ქვეყანაში, ვაზი გაიჩეხოს, თხილი და ციტრუსები გაიჩეხოს”-სააკაშვილი

დატოვე კომენტარი