განცხადებები

ეს საარჩევნო რეფორმა პოზიტიურად წინ გადადგმული ნაბიჯია დაგეგმილი არჩევნებისთვის -ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას სოციალურ ქსელ «ტვიტერში გამოეხმაურა.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას, რომელიც დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს გააძლიერებს. პროპორციული წარმომადგენლობა და უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის კარის გაღება პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია დაგეგმილი არჩევნებისთვის“, — აღნიშნა ლინას ლინკევიჩუსმა. შეგახსენებთ რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«რუსთავი 2″ უკანონოდ წაართვეს მესაკუთრეს და ის უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელებს»-ირაკლი კობახიძე(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ენმ ერთადერთი პარტიაა , რომელიც ვერ იყიდეს , ვერ დაშალეს, ვერ დაიმონეს…არავის მისცეთ უფლება იმ კაცის შეურაცხყოფის, რომელმაც ტალახში სახელმწიფო მოზილა»-მეგი გოცირიძე

Joni Kvaracxelia

არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში ისევ დაიწყოს ინფიცირების შემთხვევების ზრდა-ამირან გამყრელიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი