“ქართული ოცნების“ დეპუტატმა რომან კაკულიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა.
«ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა და ეს ნორმალური არ არის.»
“ვიდრე არსებობს პოლიტიკური ძალა, ვისაც არსენალში ძალადობა აქვს, ვიდრე ის პოლიტიკური ველიდან არ გავა, გაქვს მაღალი ტოლერანტობა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ. ეს არის პრობლემა. გახარიას გადადგომა არგადადგომაც ამ კონტექსტით განიხილება“-განაცხადა დეპუტატმა რომან კაკულიამ.
Loading…