«ეს რა უბედურებაა…»-თაკო ჩარკვიანი

0
425

პარტია «კანონი და სამართლის» თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

«ეს განსხვავებული აზრის მიუღებლობა რა უბედურებაა , ზუსტად ეს უაპელაციო ტონია , რომ აღიზიანებს ბევრს , რის გამოც ხალხი სახლში რჩება და არ გამოდის , ცოტა გეფიქრათ «ზოგიერთებს» არ იქნებოდა ურიგო. არავინ არის ვალდებული მოიწონოს ზუსტად ის რაც «რამდენიმეს » მოეწონა!!! რა უბედურებაა ეს , ან რატომ უნდა მისცენ ადამიანებმა თავს უფლება რომ აზრის არ გაზიარება , ან გეგმის არ მოწონება, მიიღონ მტრულ კრიტიკად, რა კულტურაა ეს , საიდან ეს ამხელა ამპარტავნული ამბიცია , ვფიქრობ სამარცხვინოა ,დიდ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ და პოლიტიკოსები ფბ კედლებზე » ტროლებით» ესაუბრებიან ან «ნათესავებით » ელემენტარული განსხვავებული აზრის გამო…..
ასე «ქვევით «არ ვყოფილვართ მგონი არასდროს ?! სხვა აზრი რომ გაქვს, ეს «ღლიცინი და ქილიკი «არ არის, ეს განსხვავებული აზრია და კიდევ ღელვა , რადგან ვნერვიულობთ იმის გამო , რომ ვიღუპებით, კატასტროფაშია ქვეყანა, ოჯახებია «დაქცეული» გაჭირვების გამო და ამიტომ ერთმანეთის აზრს უნდა ვიზიარებდეთ ან ვეკითხებოდეთ და არ უნდა გვეგონოს რომ ყველაფერი იცი მხოლოდ » შენ», ამის კულტურა რომ გვქონოდა უკეთ იქნებოდა ჩვენი საქმე, «აქოჩრილი» ამბიცია ცუდია და დამღუპველი ცოტა გამაღიზიანებელიც …….
» სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა» ასე გვევლოს რა, სულ ნუ «დავქვეითდებით «! უხერხულია
🙏✌️
ეჰ არა უშავს, როგორც ჯანსუღი იტყოდა
» გულის მკურნალი, მხოლოდ გულია» ….ჰო ასეა
და არა ცრუ პოლიტიკა!»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ