“ეს პირველი ფაქტია, როდესაც ჩვენ ჯერ ვერ გავედით წყაროზე და დიდი ალბათობით, ვერც გავალთ”-ამირან გამყრელიძე

0
1585

“ამ პაციენტის დასთან დაკავშირებით, პირველი პასუხი გახლდათ საეჭვოდ დადებითი, გადამეორდა და იყო უარყოფითი, ხვალ მესამედ გამეორდება. ეს პირველი ფაქტია, როდესაც ჩვენ ჯერ ვერ გავედით წყაროზე და დიდი ალბათობით, ვერც გავალთ და ეს გახლავთ სწორედ შემთხვევა, როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა

“მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამავე დროს მარნეულში ეს ე.წ. შიდა გადაცემის შემთხვევა ფიქსირდება, სადაც შესაძლოა, იყოს დაზიანებული ჯგუფი ადამიანებისა და მათი კონტაქტების მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომაც გამკაცრდა ასევე თვითონ მარნეულსა და ბოლნისში კიდევ ღონისძიებები. დაახლოებით 90 ადამიანი იდენტიფიცირებულია, ვინც იმ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. პლუს დაახლოებით 25-მდე გახლავთ სამედიცინო პერსონალი, რომლებიც იმ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული, დღეს კარანტინში არიან და განაგრძობენ მუშაობას კარანტინის პირობებში”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ რომ შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. მისი მდგომარეობა მძიმეა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ