განცხადებები

ეს მოხდება ძალიან მალე…როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, ის გადაიხვეწება საქართველოდან-გეგელია

«მიმაჩნია, რომ როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, ის გადაიხვეწება საქართველოდან და, მეტი ალბათობით, იქნება მოსკოვში, სადაც არის მისი რეალური, სულიერი და გონებრივი ადგილი. ეს მოხდება ძალიან მალე, ის დამარცხდება არჩევნებში ამ წლის შემოდგომაზე. წაგების შემთხვევაში, ივანიშვილი წავა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხაზარაძემ ნათლად განაცხადა, რომ ის არ არის პროკურორი და არ აქვს არანაირი ინტერესი, იყოს პროკურორი, ის არის პოლიტიკური ლიდერი და ვართ პოლიტიკური ლიდერები. შესაბამისად, ჩვენ არ და ვერ ჩავერევით იმაში, ვინ სად იქნება არჩევნების შემდეგ. ჩვენთვის მთავარია, რუსეთის მსახური ხელისუფლება დასრულდეს. შემდეგ, რამდენად გაუმართლებს ივანიშვილს და რამდენად გადაურჩება ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში – სამართლებრივს, ეს უკვე დამოკიდებულია თავისუფალ სასამართლოზე, რომელიც ჩვენ მართლა გვექნება. რეპრესიების არავის უნდა ეშინოდეს, რეპრესიების ეშინიათ, რადგან სარკეში რომ იყურებიან, ხედავენ საკუთარ ცოდვებს. „ქართული ოცნების“ ლიდერრბს არ ესმით, რა არის რეპრესია. ვერ ხედავენ, რომ რეპრესია არის ის, რასაც თავად ჩადიან 12 წლის განმავლობაში»- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მსგავსი პოსტები

«ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“-ზაზა სარალიძე

«არაფრით არ მეგონა 2018 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წინაშე დავდგებოდი»-თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

«ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ყველა “პიდარასტი” მგონია…”-რეზო ამაშუკელი

დატოვე კომენტარი